სარი: "იტალიის ყველაზე ცუდ სტადიონზე ვითამაშეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სარი: "იტალიის ყველაზე ცუდ სტადიონზე ვითამაშეთ"


სარი:

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, "სპალთან" გუშინდელი მატჩის (3:2) შემდეგ იტალიური კლუბის სტადიონი გააკრიტიკა.

"სპალმა" დიდებულად იასპარეზა და მოედნის ცენტრი კარგად გადაკეტა. თუმცა ჩვენ სერია ა-ს ყველაზე ცუდ მოედანზე მოგვიწია თამაში. ამ სეზონში უკვე მერამდენე რთული მატჩი მოვიგეთ.

გაზონმა ხელი ნამდვილად შეგვიშალა, რადგან "ნაპოლის" ბურთზე კონტროლი სჭირდება, ამიტომაც უხეში მინდორი ხელისშემლელი ფაქტორი გამოდგა.

ამ მომენტისათვის, ფაუზი გოულამი და ალანი ექსტრაორდინალურ ფორმაში არიან. გუნდიც უფროდაუფრო მონდომებული ხდება", - განაცხადა სარიმ.

ნეაპოლელებმა სერია ა-ს ახალწვეული გოულამის მიერ ბოლო წუთზე გატანილი ბურთით დაამარცხეს და 18 ქულით კვლავ პირველ ადგილს იკავებენ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები