პიანიჩი: "უპრობლემოდ მოვიგეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიანიჩი: "უპრობლემოდ მოვიგეთ"


პიანიჩი:

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური ნახევარმცველი, მირალემ პიანიჩი, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა გუშინდელი ტურინული დერბი მარტივად მოიგო.

"ეს კარგი თამაში იყო, რომელშიც "იუვენტუსმა" როგორც მაღალი კლასი, ისე მონდომება გამოავლინა. როგორც წესი, "ტორინო" მეტოქეებს პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩვენ ამ საღამოს ვერაფერი დაგვაკლო.

გუნდის თამაშით მოხარული ვარ და იმედია, ასე გავაგრძელებთ. ეს სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო, ამიტომ ვეცდებით, რომ ასეთ ტემპში გავაგრძელოთ და კარგი ფორმა შევინარჩუნოთ.

"იუვენტუსი" კვლავ მაღალი დონის გუნდია და ახალ მოთამაშეებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ", - აღნიშნა ბოსნიელმა ნახევარმცველმა.

"ბებერმა ქალბატონმა" სერია ა-ს მ-6 ტურში შინ "ტორინო" 4:0 გაანადგურა და ერთი ბურთი პიანიჩმაც გაიტანა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი მირალემ პიანიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები