დიბალა: "ტიტული ჩემს გოლებზე მნიშვნელოვანია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დიბალა: "ტიტული ჩემს გოლებზე მნიშვნელოვანია"


დიბალა:

"იუვენტუსის" გამთამაშებელი, პაულო დიბალა, მიიჩნევს, რომ მის გოლებზე მნიშვნელოვანი ტურინული კლუბის წარმატებაა.

"კარგ ფორმაში ვიმყოფები და გუნდი ძალიან მეხმარება. ჩვენ კარგად ვთამაშობთ და ვუტევთ, მაგრამ სეზონი მხოლოდ ახლა დაიწყო, ამიტომ ასე უნდა გავაგრძელოთ.

გოლები - ძალიან კარგია, მაგრამ გუნდის ტიტულები უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ სამივე ტურნირზე მთლიანი გზის გავლა კიდევ ერთხელ გვსურს", - განაცხადა არგენტინელმა შემტევმა.

იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტურში "იუვემ" შინ "ტორინო" 4:0 გაანადგურა და დიბალამ დუბლი გაიფორმა. პაულო 10 გატანილი გოლით სერია ა-ს საუკეთსო ბომბარდირია, "იუვეს" კი 18 ქულა აქვს და "ნაპოლის" მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი პაულო დიბალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები