პულიშიჩი: "ამდენი გოლის გატანა სასიამოვნოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პულიშიჩი: "ამდენი გოლის გატანა სასიამოვნოა"


პულიშიჩი:

დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა ვინგერმა, კრისტიან პულიშიჩმა, გუშინდელი ბორუსიული დერბი შეაფასა, რომელიც "ყვითლებმა" შინ 6:1 მოიგეს.

"რა თქმა უნდა, ამდენი გოლის გატანა ძალიან სასიამოვნო დ მხიარულია. გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დაცვის ხაზის დამაჯერებელი თამაშიდან იწყება, რაც მეკარესაც ეხმარება.

შემადგენლობაში ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და ვიცით, რომ მინდორზე თითოეული ფეხბურთელი კარგ სამუშაოს ასრულებს", - აღნიშნა 19 წლის ამერიკელმა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგა ფანტასტიკურად დაიწყო და 6 ტურის შემდეგ 16 ქულით პირველ ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები