ტაკინარდი: "იუვესთვის სეზონი ახლა იწყება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტაკინარდი: "იუვესთვის სეზონი ახლა იწყება"


ტაკინარდი:

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ნახევარმცველმა, ალესიო ტაკინარდიმ, "ბებერი ქალბატონის" სეზონის სტარტი შეაფასა.

"ჩემი აზრით, ტურინის "იუვენტუსისთვის" სეზონი ახლა იწყება.

საწყის თამაშებში მათ საოცარი შემტევი ფეხბურთი აჩვენეს, რაც აქამდე "იუვეს" შესრულებით არ გვინახავს.

ტურინელებმა წინა ხაზზე საოცარი მონდომება გამოავლინეს და მეტოქეები უბრალოდ ნაწილებად დაშალეს. ვნახოთ ახლა რა მოხდება, როდესაც თამაშები გართულდება", - განაცხადა ტაკინარდიმ.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სერია ა 6 გამარჯვებით დაიწყო და ამ თამაშებში 18 გოლის გატანა მოახერხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი ალესიო ტაკინარდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები