მინოლემ ლესტერთან შეხვედრაში რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მინოლემ ლესტერთან შეხვედრაში რეკორდი დაამყარა


მინოლემ ლესტერთან შეხვედრაში რეკორდი დაამყარა

მერსისაიდული "ლივერპულის" ბელგიელმა გოლკიპერმა, სიმონ მინოლემ გუშინ "ლესტერ სიტისთან" გამართულ შეხვედრაში პენალტის მოგერიება მოახერხა.

როგორც მოგეხსენებათ, პენალტი სწორედ მინოლეს უხეშობის გამო დაინიშნა. მიუხედავად ამისა, ბელგიელმა მოთამაშემ თავისი შეცდომა გამოასწორა და ჯეიმი ვარდის დარტყმული შეაჩერა.

ამგვარად, 2011/12 წლების შემდეგ, მინოლემ უკვე მე-8 პენალტის მოგერიება მოახერხა, რაც პრემიერ ლიგაში არც ერთ სხვა კიპერს არ გაუკეთებია.

"ლივერპული" პრემიერ ლიგის შემდეგ ტურში "ნიუკასლ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები