ფერნანდინიო: "მანჩესტერ სიტიში ისედაც იცოდნენ, თუ რა შეუძლია სანეს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ფერნანდინიო: "მანჩესტერ სიტიში ისედაც იცოდნენ, თუ რა შეუძლია სანეს"


ფერნანდინიო:

"მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფერნანდინიომ თავის გერმანელ თანაგუნდელზე, ლეროი სანეზე ისაუბრა.

"ჩვენ ჯერ კიდევ ადრევე ვიცოდით, რომ სანე ძალიან დიდი ტალანტია და მას უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ყველა მოხარულია, რომ სანე პროგრესირებს და უფრო და უფრო შედეგიანი ხდება. ვიმედოვნებთ, რომ ის თავის დონეზე სტაბილურად ითამაშებს", - განაცხადა ფერნანდინიომ.

შეგახსენებთ, რომ "კრისტალ პალასთან" გამართულ შეხვედრაში ლეროი სანემ 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები