რონალდუს ანტირეკორდი: პირველად ისტორიაში, რონალდუს ოქტომბრამდე ლა ლიგაში გოლი არ გაუტანია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუს ანტირეკორდი: პირველად ისტორიაში, რონალდუს ოქტომბრამდე ლა ლიგაში გოლი არ გაუტანია


რონალდუს ანტირეკორდი: პირველად ისტორიაში, რონალდუს ოქტომბრამდე ლა ლიგაში გოლი არ გაუტანია

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის მადრიდულ კარიერაში ანტირეკორდი დაამყარა.

პირველად ხდება, როცა რონალდუ პრიმერა დივიზიონის დაწყებიდან ოქტომბრამდე ვერც ერთი გოლის გატანას ვერ ახერხებს.

რა თქმა უნდა, გარკვეული წვლილი ამ ანტირეკორდში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებულმა რამდენიმე მატჩმაც შეიტანა, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რონალდუსთვის 1 გოლის გატანა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ რონალდუს მთავარ კონკურენტს, ლიონელ მესის უკვე 9 გოლი აქვს გატანილი პრიმერა დივიზიონში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები