29 სექტემბერს თბილისს კიდევ ერთი ლეგენდა ეწვევა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

29 სექტემბერს თბილისს კიდევ ერთი ლეგენდა ეწვევა


29 სექტემბერს თბილისს კიდევ ერთი ლეგენდა ეწვევა

29 სექტემბერს, "დინამო არენაზე" გაიმართება საქველმოქმედო მატჩი, სადაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ითამაშებენ.

საქართველოს დედაქალაქს ეწვევიან: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრეო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენტიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი.

ცნობილი ხდება, რომ ამ ფეხბურთელებს კიდევ ერთი ლეგენდა შეემატა. თბილისს ყოფილი "მილანის" ბრაზილიელი მცველი კაფუ ეწვევა.

დადასტურდა, რომ ქართველების მხრიდან ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე აუცილებლად ითამაშებენ. მოგეხსენებათ, კაფუ და კალაძე რამდენიმე წელი თანაგუნდელები იყვნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები