ნანუკა: "მალდინი რომ ითამაშებს, ვინმე მაგის გამო კალაძეს მისცემს ხმას?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნანუკა: "მალდინი რომ ითამაშებს, ვინმე მაგის გამო კალაძეს მისცემს ხმას?"


ნანუკა:

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ვარსკვლავების მატჩს" გამოეხმაურა.

29 სექტემბერს, თბილისში ყოფილი ფეხბურთელები ჩამოვლენ და ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო მატჩს გამართავენ.

პუბლიკის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეხვედრა კახაბერ კალაძის წინასაარჩევნო პიარია, რასაც ნანუკა ჟორჟოლიანი არ დაეთანხმა.

"რას ამბობთ, მალდინი რომ ფეხბურთს ითამაშებს, ამიტომ, ვინმე კახი კალაძეს მისცემს ხმას? ამიტომ ვამბობთ 200.000$ ზე უარს? ნახევარ მილიონ ლარზე? არა, უფრო მეტზე.

ვინც მალდინი და შევჩენკო იცის, იცის ისიც, რომ კალაძე მათი პირადი მეგობარია. ამიტომ მახათის ამბავი მგონია.

ქალაქში სადაც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ხალხი, სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს, ეს ამბავი ვერ გახდება ამომრჩევლის მოსყიდვისთვის საკმარისი მიზეზი. ვისთვისაც ეგ ტიპები-ტიპები არიან, იქ, კალაძეს, არჩევნები მოგებული აქვს ისედაც.

P.s. თუ გაიგებთ რომ ბორიელოც ჩამოყავს , არ დამიმალოთ. წავალ ფეხბურთის საყურებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

ნანუკა: "მალდინი რომ ითამაშებს, ვინმე მაგის გამო კალაძეს მისცემს ხმას?"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

ცხრილები