ვალვერდემ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, თუმცა წინ ტატა მარტინოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვალვერდემ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, თუმცა წინ ტატა მარტინოა


ვალვერდემ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, თუმცა წინ ტატა მარტინოა

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ხირონას" ესტუმრა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ლა ლიგის 6 ტურიდან კატალონიურმა გუნდმა ექვსივე მატჩი მოიგო და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტარტი აიღო.

2010 წელს საუკეთესო სტარტის რეკორდი ხოსეპ გვარდიოლას ჰქონდა. ვალვერდეს მსგავსად "სიტის" მწვრთნელმაც 6 შეხვედრა მოიგო მაშინ და მე-7 ფრედ დაასრულა.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სტარტის რეკორდი ტატა მარტინოს ეკუთვნის.

2013-2014 წლების სეზონში "ბარსელონამ" ლა ლიგის პირველი 8 მატჩიდან რვავე მოიგო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები