კოუტინიომ გამოაჩინა, რომ ის მართლაც ფასდაუდებელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კოუტინიომ გამოაჩინა, რომ ის მართლაც ფასდაუდებელია


კოუტინიომ გამოაჩინა, რომ ის მართლაც ფასდაუდებელია

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ MARCA ფელიპე კოუტინიოზე წერს.

25 წლის ბრაზილიელმა "ლესტერთან" ჯერ სალაჰს ულამაზესი საგოლე გადაცემა გაუკეთა, შემდეგ კი ჯარიმა გაიტანა. შეხვედრაში გამარჯვებისთვის მთავარი როლი მან შეასრულა.

MARCA წერს, რომ "ლივერპულში" მართლები იყვნენ იმ კუთხით, რომ კოუტინიოს ფასდაუდებელი უწოდეს. ის ამ გუნდისთვის მართლაც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს.

ზაფხულში ბრაზილიელის ყიდვა "ბარსელონას" სურდა, თუმცა ინგლისური გუნდის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კოუტინიოს არანაირ ფასად არ გაუშვებდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები