პასუხი ლუკაკუს: "ჩვენ მანჩესტერის ფანები ვართ და რასაც გვინდა იმას ვიმღერებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პასუხი ლუკაკუს: "ჩვენ მანჩესტერის ფანები ვართ და რასაც გვინდა იმას ვიმღერებთ"


პასუხი ლუკაკუს:

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ქომაგების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ფანებმა ბელგიელ შემტევზე სიმღერა დაწერეს და შეხვედრების დროს ტრიბუნებიდან მღერიან. ლუკაკუმ მიიჩნია, რომ ამ სიმღერის ტექსტში რასისტული გამონათქვამებია და ფანებს მიმართა, რომ აღარ ემღერათ.

ასევე, გუნდმაც მოუწოდა ქომაგებს, რომ ეს სიმღერა აღარ შეესრულებინათ.

მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, "საუთჰემპტონთან" ქომაგებმა მაინც იმღერეს და დააყოლეს: "ჩვენ "მანჩესტერის" ფანები ვართ და რასაც გვინდა იმას ვიმღერებთ."

კლუბმა ვიდეო ჩანაწერების მიხედვით იმ ფანების მოძებნა დაიწყო, რომლებიც "საუთჰემპტონთან" ლუკაკუზე მღეროდნენ.

ასევე იხილეთ: ლუკაკუს სიმღერის ტექსტი, რომელიც აიკრძალა: "მისი პენისი 60 სანტიმეტრია"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები