დუვან საპატა: "გამარჯვება დავიმსახურეთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დუვან საპატა: "გამარჯვება დავიმსახურეთ"


დუვან საპატა:

"სამპდორიას" ცენტრალური თავდამსხმელი, დუვან საპატა, მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა "მილანი" დამსახურებულად დაამარცხა.

"ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. "სამპდორიამ" ბოლომდე იბრძოლა და იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ თამაშზე ავაწყობთ ჩვენს მომდევნო მატჩებს.

დღეს გოლის გატანა და კარგად თამაში მშვენიერი შეგრძნება იყო. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა მოთამაშეებმაც კარგად იასპარეზეს და ასე გუნდურად მოქმედება უნდა გავაგრძელოთ.

კარის მშრალად შენახვაც მნიშვნელოვანი იყო. ახლა კი უნდა დავისვენოთ და მომდევნო თამაშისათვის მოვემზადოთ", - განაცხადა გენუური კლუბის კოლუმბიელმა ფორვარდმა.

"სამპდორიამ" სერია ა-ს მეექვსე ტურში "როსონერი" შინ 2:0 დაამარცხა და ანგარიში დუვან საპატამ გახსნა.
ასევე იხილეთ თემაზე:
სამპდორია დუვან საპატა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები