ჯამპაოლო: "ეს სამპდორიას საუკეთესო მატჩი იყო ჩემი ხელმძღვანელობით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯამპაოლო: "ეს სამპდორიას საუკეთესო მატჩი იყო ჩემი ხელმძღვანელობით"


ჯამპაოლო:

"სამპდორიას" მთავარი მწვრთნელ, მარკო ჯამპაოლო, "მილანთან" მოპოვებული გამარჯვებით ძალიან ბედნიერია.

"ეს სავარაუდოდ "სამპდორიას" საუკეთესო თამაშია მას შემდეგ, რაც აქ ვიმყოფები. ბიჭებმა საკმაოდ თანმიმდევრულად ითამაშეს და ძლიერი "მილანის" დამარცხებით ძალიან ბედნიერი ვარ.

დღეს ჩემი გუნდი მთელი 90 წუთის განმავლობაში ექსტრაორდინალური იყო. ქომაგებმა ჩინებული მხარდაჭერა გაგვიწიეს, მოთამაშეებმა კი ენთუზიაზმით ითამაშეს.

ბიჭებმა დიდებულად ითამაშეს და საჭირო სამი ქულა მოიპოვეს", - აღნიშნა ჯამპაოლომ.

გენუურმა კლუბმა "როსონერი" შინ 2:0 დაამარცხა და სერია ა-ში დაუმარცხებელი სერია გააგრძელა. 6 ტურის შემდეგ "სამპდორიას" 11 ქულა და ერთი მატჩი რეზერვში აქვს.
ასევე იხილეთ თემაზე:
სამპდორია მარკო ჯამპაოლო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები