მონტელა: "თითოეული მოთამაშით უკმაყოფილო ვარ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მონტელა: "თითოეული მოთამაშით უკმაყოფილო ვარ"


მონტელა:

"მილანის" მთავარი მწვრთნელი, ვინჩენცო მონტელა, "სამპდორიასთან" გასვლითი მარცხით (0:2) ძალიან განაწყენებული დარჩა.

"გუნდის თამაშითა და თითოეული ფეხბურთელით უკმაყოფილო ვარ. იმის ნაცვლად, რომ წარუმატებელი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში რამენაირად მატჩის მსვლელობა შეგვეცვალა, მოთამაშეებს არანაირი მონდომება არ ეტყობოდათ.

ბიჭები მოდუნებულები იყვნენ და მათ თვალებში ცეცხლს ვერ ვხედავდი. სავარაუდოდ, "მილანს" დაეტყო, რომ ბოლო 7 დღეში მესამე მატჩი ჩაატარა.

ერთადერთი დამამშვიდებელი ფაქტი ისაა, რომ ჩვენი პროექტი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ჩვენს შემადგენლობაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ მათ ყოველ შეხვედრაში შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენის საშუალება არ აქვთ. ასე, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს", - აღნიშნა მონტელამ.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი ვინჩენცო მონტელა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები