იუვენტუსის ფანი ტურინული დერბის შემდეგ გარდაიცვალა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იუვენტუსის ფანი ტურინული დერბის შემდეგ გარდაიცვალა


იუვენტუსის ფანი ტურინული დერბის შემდეგ გარდაიცვალა

გუშინდელი ტურინული დერბი ტრაგიკულად დასრულდა - "იუვენტუსის" ერთ-ერთი გულშემატკივარი თამაშის მიწურულს ცუდად გახდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა

იტალიური პრესის ინფორმაციით, მარკო, რომელიც სტადიონზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, "ბებერი ქალბატონის" მეოთხე ბურთის შემდეგ გოლის აღნიშვნისას ჭყლეტვაში მოექცა.

სტადიონზე მყოფმა სტიუარდებმა რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს და "იუვეს" გულშემატკივარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს.

"იუვენტუსმა" "ტორინო" საკუთარ მოედანზე 4:0 გაანადგურა და საბედისწერო ბოლო გოლი 91-ე წუთზე პაულო დიბალამ გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები