ასენსიო შემდეგ კვირას ახალ კონტრაქტს გააფორმებს - 500 მილიონი ტრანსფერისთვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ასენსიო შემდეგ კვირას ახალ კონტრაქტს გააფორმებს - 500 მილიონი ტრანსფერისთვის


ასენსიო შემდეგ კვირას ახალ კონტრაქტს გააფორმებს - 500 მილიონი ტრანსფერისთვის

ცნობილი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ მარკო ასენსიო "რეალთან" ახალ კონტრაქტს შემდეგ კვირას გააფორმებს.

ფლორენტინო პერესი კონტრაქტის გახანგრძლივებას ერთი მიზეზის გამო ჩქარობს.

21 წლის შემტევის გამოსყიდვის ღირებულება ამჟამად 79 მილიონი ევროა და ასენსიომ წასვლა რომ მოინდომობს, პერესს ამ ფასად გაშვება მოუწევს.

ცხადია, რომ დღევანდელი სატრანსფერო ფასების მიხედვით ასენსიო გაცილებით ძვირი ღირს და ამიტომ პერესი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას ჩქარობს.

ახალი კონტრაქტით ასენსიოს გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება და პრაქტიკულად მისი გაშვება კლუბის სურვილის გარეშე შეუძლებელი გახდება.

ასევე, ესპანელი კონტრაქტს 2023 წლამდე გაახანგრძლივებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები