ავტორიზაცია

კაშია: "ამდენი წელია აქ ვარ და ასეთ ნაკრებში ჯერ არასდროს მითამაშია"

კაშია: "ამდენი წელია აქ ვარ და ასეთ ნაკრებში ჯერ არასდროს მითამაშია"
თარიღი 06 Oct 2017, 23:32
საქართველოსა და უელსის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ, კომენტარი ჩვენი ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა.

"გოლის მომენტში შეცდომა დავუშვით, რაც დასანანი იყო. თანაბარი თამაში იყო. ვერ ვიტყვი, რომ უელსის ნაკრები გვჯობდა.

ასეთ მომენტებში რთულია თამაშის შეფასება, მძიმე მატჩი იყო, მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ ამ ბრძოლამ შედეგი არ მოგვცა.

ლოგიკური იქნებოდა, რომ გოლი ჩვენც გაგვეტანა, რადგან მომენტები შევქმენით. ალბათ, 1:1 უფრო დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნებოდა.

საერთო ჯამში, თამაშიდან გამომდინარე პროგრესს ვგრძნობ. ამდენი წელია ნაკრებში ვთამაშობ და ესეთ ძლიერ გუნდში ჯერ არ მითამაშია.

ყველა ფეხბურთელი ცდილობს, რომ მოედანზე თავის საქმე გააკეთოს. ასე რომ, იმედი მაქვს, შემდეგ შესარჩევ ციკლში დასახულ მიზანს მივაღ​წევთ", - აცხადებს კაშია.