მენიე: "პსჟ ნეიმარზე არ არის დამოკიდებული" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მენიე: "პსჟ ნეიმარზე არ არის დამოკიდებული"


მენიე:

"პარი სენ ჟერმენის" მარჯვენა მცველი, ტომას მენიე, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ნეიმარზე სულაც არ არის დამოკიდებული.

"პსჟ" ნეიმარზე არ არის დამოკიდებული.

ის მართლაც განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ ჩვენი თამაშიდან გამომდინარე ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ მისი არყოფნის გამო ვერ მოვიგეთ.

ჩვენ ბრწყინვალე ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ინდივიდუალური ოსტატობით არიან დაჯილდოვებულნი და ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მათ გუნდის სირთულეებიდან ამოყვანა ყოველთვის შეუძლიათ", - აღნიშნა ბელგიელმა მცველმა.

საფრანგეთის ლიგა 1-ს მეშვიდე ტურში, სტუმრად "მონპელიეს" წინააღმდეგ (0:0), "პსჟ-ს" ნეიმარი დააკლდა და გუნდმა სეზონში პირველი ქულები დაკარგა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ტომას მენიე ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები