ტორპედომ დინამოსთან ქულა ბოლო წამს მოიპოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტორპედომ დინამოსთან ქულა ბოლო წამს მოიპოვა


ტორპედომ დინამოსთან ქულა ბოლო წამს მოიპოვა

ტურის ცენტრალურ მატჩს დიდი დატვირთვა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ქართლ დერბად არის მონათლული, საჩემპიონო ბედიც ებარა და დინამოს სულ ცოტა დააკლდა მესამე წრის დასრულებისთანავე დიდი ნაბიჯი გადაედგა ოქროს მედლებისკენ.

პირველი ტაიმი მთლიანად ტორპედოსი იყო. იყო რამდენიმე ნახევრად მომენტი _ კუხიანიძესა და გიგაურს რევიშვილმა აუღო, გურულმა კარს ააცილა. ორჯერ კი დინამოელთა მეკარის არცთუ დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, დინამო გადარჩა. რევიშვილი ჯერ საჯარიმოს გარეთ გამოვიდა ბრძოლაში, რის შემდეგ ბურთი კუჭუხიძეს მიუვიდა და ცარიელი კარიდან თოთაძემ გამოიტანა, ხოლო შემდეგ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ პირდაპირ ტაბატაძის ფეხზე, რომლის დარტყმული საჯარიმოში კუტალიას მიუვიდა, რომელმაც ცარიელ კარში კი დაარტყა, მაგრამ სალუქვაძე გადაეღობა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დინამომ დაცვა კიდევ უფრო გააძლიერა _ კახი კაჭარავამ კუცია მიშენკოთი ჩაანაცვლა. ცხადია, დინამო მეორე ნომრად თამაშობდა და ქულაზეც თანახმა იყო, მაგრამ ქუთაისელთა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, 62-ე წუთზე თოთაძემ ჯარიმიდან უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში.

0:1 ტაბლოზე დიდხანს ენთო... ბურთს ისევ ტორპედო ფლობდა, მაგრამ უფანტაზიოდ უტევდა და თითქოს მხოლოდ იმის იმედად იყო, რომ მსაჯი პენალტს დაუნიშნავდა. არადა, მსაჯს მხოლოდ ყვითელი ბარათი დასტყუეს სიმულიაციისთვის.

მსაჯის მიერ კონპენსირებული მე-4 წუთი მიდიოდა, როდესაც კუტალიამ საჯარიმოში ჩაკიდა ბურთი, იქ მატჩის გმირად გახდომის პრეტენდენტ თოთაძეს კუჭუხიძე გაეპარა და ანგარიში გაათანაბრა.
ამ გოლმა საჩემპიონო ბრძოლას ინტრიგა კი შეუნარჩუნა, მაგრამ დინამო უკვე დიდი ფორით შეხვდება მეოთხე წრეს.

ტორპდო-დინამო (თბ) 1:1
ქუთაისი. რამაზ შენგელია
0:1 თოთაძე (62), 1:1 კუჭუხიძე (90)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, კუხიანიძე (ბაბუნაშვილი 76), გ.გურული, კუტალია, დოლიძე, ქიმაძე, გიგაური (ფალავანდიშვილი 66), ტუღუში (ბერიაშვილი 66), კუჭუხიძე

დინამო: რევიშვილი, თოთაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ზარია, კიტეიშვილი (ქოჩლაძე 90), მიქელთაძე, შულაია, სალუქვაძე, კობოური, კუცია (მიშენკო 46)

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები