გურამ კაშია გატანილი გოლის შემდეგ: "ფეხბურთი ძალიან უცნაური სპორტია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გურამ კაშია გატანილი გოლის შემდეგ: "ფეხბურთი ძალიან უცნაური სპორტია"


გურამ კაშია გატანილი გოლის შემდეგ:

ჰოლანდიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ამსტერდამის "აიაქსი" არნემის "ვიტესთან" 1:2 დამარცხდა.

არნემელთა მხრიდან, გოლი ქართველმა მცველმა და "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამაც გაიტანა.

"ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გასულ კვირას ჰოლანდიის თასზე წავაგეთ, გულშემატკივარს გული დავწყვიტეთ და დიდი კრიტიკაც დავიმსახურეთ.

ფეხბურთი ძალიან უცნაური სპორტია. შეიძლება სუსტ გუნდთან წააგო, ცოტა ხანში კი ძლიერ გუნდს მოუგო, რაც ჩვენ გავაკეთეთ.

რაც შეეხება ჩემს გოლს, როცა აიაქსს უტან და შენს გუნდს მოგებაში ეხმარები, ძალიან სასიხარულოა", - აცხადებს კაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები