შოთა არველაძის საოცარი სეზონის ხარჯზე, აიაქსი ყველა დროის საუკეთესოთა შორის მოხვდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

შოთა არველაძის საოცარი სეზონის ხარჯზე, აიაქსი ყველა დროის საუკეთესოთა შორის მოხვდა


შოთა არველაძის საოცარი სეზონის ხარჯზე, აიაქსი ყველა დროის საუკეთესოთა შორის მოხვდა

ინგლისური პრესა გვთავაზობს იმ გუნდებს, რომლებსაც ერთ სეზონში, გატანილი და გაშვებული გოლების მიხედვით ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვთ დაფიქსირებული.

ამ მაჩვენებლით მე-2 ადგილს ამსტერდამის "აიაქსი" იკავებს. 1997-98 წლების სეზონში, მათ ბურთების შეფარდება +90 ჰქონდათ.

"იმ დროის აიაქსი სასწაულ ფორმაში იყო. ისინი ამყარებდნენ რეკორდებს, იგებდნენ ტიტულებს და ერთ სეზონში 112 გოლი გაიტანეს. მათი ბურთების შეფარდება +90 იყო. ამაში დიდი წვლილი შოთა არველაძეს მიუძღვის, რომელმაც იმ წელს 25 გოლი გაიტანა", - წერია გამოცემაში.

შეგახსენებთ, რომ არველაძე ამსტერდამულ კლუბში 1997-2001 წლებში თამაშობდა. 

ბურთების შეფარდების მაჩვენებლით, ისტორიაში საუკეთესო შედეგი "ტორინოს" აქვს დაფიქსირებული. 1947-48 წლების სეზონში მათი ბურთების შეფარდება +92 იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები