ჯერარდი: "ლივერპული აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ კოუტინიო ბარსელონას არ მიჰყიდოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯერარდი: "ლივერპული აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ კოუტინიო ბარსელონას არ მიჰყიდოს"


ჯერარდი:

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა სტივ ჯერარდმა "ლივერპულის" ბრაზილიელ შემტევზე, ფელიპე კოუტინიოზე ისაუბრა.

"ლივერპულმა აუცილებლად უნდა ეცადოს, რომ კოუტინიო ბარსელონას არ მიჰყიდოს. არ არის გამორიცხული, ბარსამ მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზეც იაქტიუროს.

კოუტინიო ძალიან კარგი ფეხბურთელია და ის ლივერპულმა რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეინარჩუნოს", - აცხადებს ჯერარდი.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონა" კოუტინიოს სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტს იხდიდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები