უცნობი ფაქტი: რამდენ მილიონს სთავაზობენ კავანის იმისთვის, რომ ნეიმარს პენალტები დაარტყმევინოს? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

უცნობი ფაქტი: რამდენ მილიონს სთავაზობენ კავანის იმისთვის, რომ ნეიმარს პენალტები დაარტყმევინოს?


უცნობი ფაქტი: რამდენ მილიონს სთავაზობენ კავანის იმისთვის, რომ ნეიმარს პენალტები დაარტყმევინოს?

უკვე 2 წელია, რაც ურუგვაელი თავდამსხმელი ედინსონ კავანი "პსჟ"-ში პენალტების მთავარი შემსრულებელია.

თუმცა მას შემდეგ, რაც გუნდში ნეიმარი მოვიდა, კავანის ეს ფუფუნება არ აქვს. მას კონკურენტი გამოუჩნდა.

ყველასთვის ცნობილია, რომ 2 ტურის წინ, სამხრეთ ამერიკელებმა შუა თამაშის დროს იკამათეს, თუ ვინ დაარტყამდა პენალტს. კავანიმ ნეიმარს ბურთი არ დაუთმო და თავად დაარტყა.

ფრანგული გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "პსჟ"-ს პრეზიდენტი კავანის 1 მილიონ ევროს სთავაზობს იმის სანაცვლოდ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში პენალტებს ნეიმარს დაარტყმევინებს.

ცნობილია ისიც, რომ კავანი არ დანებდება და ამ შეთავაზებას უარით გაისტუმრებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები