მატიე: "ბარსას კარში გატანილ გოლს მხოლოდ ერთი კაცის გამო აღვნიშნავ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატიე: "ბარსას კარში გატანილ გოლს მხოლოდ ერთი კაცის გამო აღვნიშნავ"


მატიე:

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მცველი, ჟერემი მატიე, რომელიც ამ დროისთვის ლისაბონის "სპორტინგის" ღირსებას იცავს, "ბარსასთან"გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

"აღვნიშნავ თუ არა "ბარსელონას" კარში გატანილ გოლს? არ ვიცი. მე ამ კლუბის მიმართ დიდი პატივისცემა გამაჩნია. თუ ოდესმე "ბარსელონას" კარში გატანილ გოლს აღვნიშნავ, ეს მხოლოდ ერთი კაცის - ბართომეუს გამო მოხდება", - განაცხადა მატიემ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "სპორტინგს" შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა 27 სექტემბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები