მოურინიო ლუკაკუზე: "არ ველოდი, რომ თითოეულ მატჩში გაიტანდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მოურინიო ლუკაკუზე: "არ ველოდი, რომ თითოეულ მატჩში გაიტანდა"


მოურინიო ლუკაკუზე:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს შედეგიანობით გაკვირვებულია.

24 წლის ბელგიელმა, რომელიც "ემიუში" ამ ზაფხულს "ევერტონიდან" გადავიდა, ექვს მატჩში ექვსი გოლის გატანა მოახერხა.

"ვიცოდი, რომ გოლებს ასე იტანდა და დარწმუნებული ვიყავი, კიდევ უფრო მეტს გაიტანდა, ვიდრე "ევერტონში" და "ვესტ ბრომვიჩში", - აღნიშნავს მოურინიო Match of the Day-სთან ეთერში.

"თუმცა, არ ველოდი, რომ თითოეულ მატჩში გაიტანდა", - დაამატა "განსაკუთრებულმა".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები