კლოპმა კოუტინიოს მდგომარეობა შეაფასა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კლოპმა კოუტინიოს მდგომარეობა შეაფასა


კლოპმა კოუტინიოს მდგომარეობა შეაფასა

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში "სპარტაკთან" გასამართი მატჩის წინ აღნიშნა, რომ ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებით გახარებულია.

სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელი ტრავმის შემდეგ სათამაშო რითმის ძებნაშია.

"ფილიპეს ყურება ძალიან სასიამოვნოა", - ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

"საშიში არაფერია, მაგრამ ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობა უნდა გავიხსენოთ, ახლახანს გამოჯანმრთელდა, თუმცა, საერთო ჯამში, არც თუ ისე ცუდად გამოიყურება".

"სათამაშოდ 100 პროცენტით მზად არ არის, კოუტინიო რითმის ძიებაშია, თუმცა დაბრუნდა და დაგვეხმარება", - დასძინა გერმანელმა.

შეგახსენებთ, "სპარტაკი" - "ლივერპული" ხვალ, 26 სექტემბერს გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები