სიტი სტერლინგს ახალ კონტრაქტს უმზადებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სიტი სტერლინგს ახალ კონტრაქტს უმზადებს


სიტი სტერლინგს ახალ კონტრაქტს უმზადებს

"მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა მზადაა მომავალი წლის იანვარში ნახევარმცველ რაჰიმ სტერლინგს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, იტყობინება Daily Star.

"ქალაქელთა" ბოსები თანამშრომლობის გახანგრძლივებას მაინც აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჰავბეკს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა სამი წლის შემდეგ ეწურება.

აღინიშნება, რომ ეს გადაწყვეტილება მანჩესტერელებმა სეზონის სტარტზე 22 წლის ფეხბურთელის ჩინებული თამაშის გამო მიიღეს — ინგლისის ჩემპიონატის პირველ ხუთ ტურში სტერლინგმა ხუთი გოლი შეაგდო.

უფრო მეტიც, სავარაუდოდ, "მანჩესტერ სიტი" ახალ კონტრაქტებს კევინ დე ბრუინეს, დავიდ სილვასა და გაბრიელ ჟეზუსსაც შესთავაზებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები