ტილემანსი: "რატომ ვუთხარი უარი არსენალს?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტილემანსი: "რატომ ვუთხარი უარი არსენალს?"


ტილემანსი:

"მონაკოს" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, იური ტილემანსმა, განმარტა თუ რატომ არ გადავიდა ლონდონის "არსენალში."

"როდესაც ლონდონის "არსენალის" ნახევარდაცვას გადავხედე, მივხვდი, რომ იქ მაღალი დონის ფეხბურთელები გამოდიან.

ვიცოდი, რომ "მეთოფეების" შემადგენლობას დიდად ვერ გავაძლიერებდი და იქ თავის წარმოჩენის უფრო ნაკლები შანსი მექნებოდა.

საკუთარ თავთან აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი და მივხვდი, რომ "არსენალის" ძირითადში ადგილის დამკვიდრება ძალიან გამიჭირდებოდა.

ამ ყველაფრის შედეგად მივხვდი, რომ "არსენალში" გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება არ იქნებოდა", - აღნიშნა ტილემანსმა.

20 წლის ბელგიელმა "მონაკომ" ამ ზაფხულს "ანდერლეხტიდან" შეიძინა და ტილემანსმა ახალ სეზონში 7 მატჩი ჩაატარა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მონაკო იური ტილემანსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები