ბენევენტო მექსესით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბენევენტო მექსესით დაინტერესდა


ბენევენტო მექსესით დაინტერესდა

"მილანის" ყოფილი ცენტრალური მცველი, ფილიპ მექსესი, შესაძლოა სერია ა-ს ახალწვეულ "ბენევენტოში" გადავიდეს.

"ბენევენტომ" იტალიის ეროვნული ჩემპიონატი ძალიან ცუდად დაიწყო, საწყის 6 ტურში ვერცერთი ქულა ვერ მოიპოვა და 16 გოლი გაუშვა, ამიტომაც კლუბის ხელმძღვანელობას დაცვის ხაზის გაძლიერება სურს.

35 წლის ფრანგი მცველი ახლა თავისუფალი აგენტია. გასულ წელს მან "მილანი" დატოვა და ჯერჯერობით კლუბის გარეშეა დარჩენილი.

ფილიპ მექსესმა იტალიის ჩემპიონატში, "რომასა" და "მილანის" მაისურით, საერთო ჯამში 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და მისი გამოცდილება ახალწვეულ "ბენევენტოს" შესაძლოა გამოადგეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები