ჯანო ანანიძე ლივერპულთან ვერ ითამაშებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯანო ანანიძე ლივერპულთან ვერ ითამაშებს


ჯანო ანანიძე ლივერპულთან ვერ ითამაშებს

ხვალ მოსკოვის სპარტაკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შინ ლივერპულს დაუხვდება და ეს ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძეს გარეშე მოხდება.

ანანიძემ ტრავმა ბოლო ტურის მატჩში, ანჟისთან შეხვედრაში მიიღო. როგორც თავიდანვე ჩანდა, ტრავმა სერიოზულია, რადგან სპარტაკელთა მწვრთნელის, მასიმო კარერას სიტყვებით, ის მოედანზე ვერ გავა.

_ ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს. ჩვენ არამარტო პრომესი, არამედ ზე ლუიში და ჯანო დაგვაკლდებიან, რომელმაც ტრავმა ანჟისთან მატჩში მიიღო. რას ვიზამთ, მათ ნაცვლად მოედანზე სხვები გავლენ და შევეცდებით ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, _ განაცხადა კარერამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები