ავტორიზაცია

მილანს დეულოფეუს იჯარით დამატება სურს

მილანს დეულოფეუს იჯარით დამატება სურს
თარიღი 08 Oct 2017, 10:59
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი, ჟერარ დეულოფეუ, ზამთარში შესაძლოა "მილანს" დაუბრუნდეს.

საერთაშორისო გამოცემა "Goal.com" იტყობინება, რომ "როსონერის" იანვარში შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს და აპირებს, რომ დეულოფეუ იჯარის წესით გადაიბიროს.

23 წლის ესპანელმა "მილანის" რიგებში გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩაატარა იჯარით, მაგრამ მაშინ ის "ევერტონის" კუთვნილება იყო და "ბარსას" ამ ზაფხულს შეუერთდა.

კატალონიურ გრანდში დაბრუნებულმა ჟერარ დეულოფეუმ მიმდინარე სეზონში სულ 7 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი გააკეთა.