მაიერმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მაიერმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს


მაიერმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

ფრანკფურტის "აინტრახტის" თავდამსხმელმა, ალექსანდრ მაიერმა, შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ნაადრევად დაასრულოს.

34 წლის გერმანელი შემტევი ბოლო წლებში ტრავმებმა დატანჯეს და ახლა მაიერმა მუხლის მორიგი დაზიანება მიიღო, რომლის გამოც რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

"ამ ფაქტმა ალექსი მცირე შოკში ჩააგდო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ კაპიტანს, რომელმაც ჩვენი გუნდისათვის ძალიან ბევრი გააკეთა, დავეხმაროთ. ჩვენ, ყველანი, ერთად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ მაიერი მოედანს დაუბრუნდეს", - აღნიშნა გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ფრედი ბობიჩმა.

ალექსანდრ მაიერმა 2016 წლის თებერვალში მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო და მას შემდეგ მინდორზე არ გამოჩენილა.
ასევე იხილეთ თემაზე:
აინტრახტი ალექსანდრ მაიერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები