ბაიერნმა შტარკე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნმა შტარკე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა


ბაიერნმა შტარკე ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეიყვანა

36 წლის ვეტერანი გოლკიპერი, ტომ შტარკე, ჩემპიონთა ლიგაზეც დაბრუნდება.

მანუელ ნოიერის სერიოზული დაზიანების გამო, რომელიც 31 წლის გერმანელს 2018 წლის იანვრამდე ტოვებს უქმედ, ტომ შტარკემ საფეხბურთო კარიერა განაახლა.

მიუნხენის "ბაიერნის" თხოვნით შტარკე გუნდს დაუბრუნდა და სვენ ულრაიხისა და კრისტიან ფრიუხტლის შემდეგ "რეკორდმაისტერის" მესამე კარის დარაჯი იქნება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის წინ, სტუმრად "პსჟ-ს" წინააღმდეგ, "ბაიერნმა" უეფას ნებართვით შტარკე ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც შეიყვანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები