დავით ბობოხიძე: შანსი გვაქვს ისტორია დავწეროთ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დავით ბობოხიძე: შანსი გვაქვს ისტორია დავწეროთ


დავით ბობოხიძე: შანსი გვაქვს ისტორია დავწეროთ

ხვალ საქართველოს ფუთსალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის განმეორებით შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი გადამწყვეტ მატჩს რუმინელების წინააღმდეგ ჩაატარებს. პირველი შეხვედრა რუმინეთში 2:2 დასრულდა.

მოახლოვებულ მატჩთან დაკავშირებით ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა, სადაც გუნდის კაპიტან დავით ბბობოხიძეს გავესაუბრეთ.

_ ჩვენთვის ისტორიული თამაშია და გვაქვს შანსი ისტორია დავწეროთ. 100%-ით ვართ მომზადებული და დიდი იმედი გვაქვს ჩვენი გულშემატკივრების. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. იმედია ხვალ გაივსება დარბაზი და ასევე იმედი მაქვს რომ მათ იმედს არ გავუცრუებთ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ, მძიმე თამაში გვექნება, მეტოქე არ არის იოლი დასაძლევი. გამოცდილი ნაკრებია, ძალიან ბევრი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები აქვს ნათამაშები. სერიოზულად ვეკიდებით მეტოქესაც და თამაშსაც, _ იმედიანად არის გუნდის კაპიტანი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები