მატიე: "მე ვიყავი დამნაშავე და სად იყვნენ პიკე და მასკერანო?" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მატიე: "მე ვიყავი დამნაშავე და სად იყვნენ პიკე და მასკერანო?"


მატიე:

ჯერემი მატიე ამბობს, რომ მას გამოცემა Sports-ი არაობიექტურად აკრიტიკებდა.

"ბარსელონას" ყოფილმა მცველმა ესპანეთი გასულ ზაფხულს დატოვა და "სპორტინგში" გადავიდა.

"ესპანურ პრესაზე გაბრაზებული არ ვიყავი, მხოლოდ გამოცემა Sports-ზე ვბრაზობდი. როდესაც "ბარსელონას" შემადგენლობაში ვთამაშობდი, ისინი გამუდმებით ცუდს წერდნენ ჩემზე.

ფეხბურთი გუნდური სპორტია და წაგება არასდროს არ არის ერთი ფეხბურთელი ბრალი.

"იუვენტუსთან" შეხვედრის შემდეგ (3:0) ხალხი ამბობდა, რომ ერთადერთი პრობლემა მე ვიყავი. მართალია, ერთი-ერთზე პოზიციურად წავაგე ორთაბრძოლები, თუმცა შემდეგ მეტოქეებმა გადაცემები სხვა ფეხბურთელებს გაუკეთეს, რა დროსაც შეეძლოთ ეკითხათ სად იყვნენ ამ დროს პიკე და მასკერანო?", - განაცხადა მატიემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები