ტიაგო სილვამ ნეიმარის გამო კავანი დაბადებისდღეზე არ დაპატიჟა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ტიაგო სილვამ ნეიმარის გამო კავანი დაბადებისდღეზე არ დაპატიჟა?


ტიაგო სილვამ ნეიმარის გამო კავანი დაბადებისდღეზე არ დაპატიჟა?

22 სექტემბერს "პარი სენ ჟერმენის" კაპიტანი ტიაგო სილვა 33 წლის გახდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ფრანგული გუნდის წევრები ბრაზილიელის დაბადებისდღეს აღნიშნავდნენ.

ცნობილია, რომ ტიაგო სილვას დაბადებისდღეზე ედინსონ კავანი არ იმყოფებოდა.

პრესა წერს, რომ ეს შესაძლოა ნეიმარისა და ურუგვაელის უთანხმოებას უკავშირდებოდეს. სილვა ბრაზილიელია და შესაძლოა გუნდში მისი თანამემამულის მხარე ეკავოს, რასაც კავანისთან უთანხმოება მოჰყვა.

როგორც იცით, ურუგვაელსა და ბრაზილიელს პენალტის გამო შელაპარაკება მოუვიდათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები