ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში! - ინგლისს ახალი რეკორდსმენი ჰყავს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში! - ინგლისს ახალი რეკორდსმენი ჰყავს


ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში! - ინგლისს ახალი რეკორდსმენი ჰყავს

რაიან გიგზის რეკორდი მოხსნილია!

უელსელს პრემიერ ლიგაში, ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობა მიღებული აღარ აქვს. ეს რეკორდი გარეტ ბერიმ გადაიბარა.

გუშინ, მისი "ვესტ ბრომვიჩი" "არსენალს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.

ეს 36 წლის ინგლისელისთვის, პრემიერ ლიგაში 633-ე მატჩი გამოდგა. გაცნობებთ, რომ რაიან გიგზს პრემიერ ლიგის 632 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ბერი 1998-2009 წლებში "ასტონ ვილაში" გამოდიოდა, 2009-2013 წლებში "მანჩესტერ სიტიში", 2013-2017 წლებში "ევერტონში", ზაფხულში კი "ვესტ ბრომვიჩში" გადავიდა.

ყველაზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში:

1. გარეტ ბერი - 633 მატჩი

2. რაიან გიგზი - 632 მატჩი

3. ფრენკ ლამპარდი - 609 მატჩი

4. დევიდ ჯეიმსი - 572 მატჩი

5. გარი სპიდი - 535 მატჩი

6. ემილ ჰესკი - 516 მატჩი

7. მარკ შვარცერი - 514 მატჩი

8. ჯეიმი კარაგერი - 508 მატჩი

9. ფილ ნევილი - 505 მატჩი

10. სტივენ ჯერარდი - 504 მატჩი

11. რიო ფერდინანდი - 504 მატჩი

12. სოლ კემპბელი - 503 მატჩი

გაცნობებთ, რომ მხოლოდ ამ 12 მოთამაშეს აქვს პრემიერ ლიგის 500-ზე მეტ მატჩში მონაწილეობა მიღებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები