რაკიტიჩი: "ტერორისტული აქტისგან ჩემმა მეუღლემ გადამარჩინა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რაკიტიჩი: "ტერორისტული აქტისგან ჩემმა მეუღლემ გადამარჩინა"


რაკიტიჩი:

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა, რომ ის ტერაქტში მოხვედრას მეუღლემ გადაარჩინა.

17 აგვისტოს, ბარსელონას ცენტრში ტერორისტი პუბლიკაში ფურგონით შევარდა. ტერორისტული აქტის დროს 100 ადამიანი დაზარალდა, 13 კი გარდაიცვალა.

ზუსტად იმ დროს, როდესაც რამბლაზე ფურგონი ხალხში შევარდა, რაკიტიჩი მახლობლად, ქალაქის ერთ-ერთ პარკში იყო.

"იმ ადგილთან ძალიან ახლოს ვიყავით. ოჯახთან ერთად რამბლასკენ მივდიოდით, სადაც ტერორისტული აქტი განხორციელდა.

იმ დღეს სწორედ იქ მინდოდა გავლა, რა დროსაც ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ კარგი ამინდი იყო და ბავშვები სასეირნოდ პარკში წაგვეყვანა. მადლობა ღმერთს, რომ მას დავუჯერე და რამბლას ნაცვლად, პარკში წავედი", - განაცხადა რაკიტიჩმა.

ასევე, ტერაქტამდე რაკიტიჩმა ფოტო დადო, სადაც ჩანს, რომ ის პარკშია.
რაკიტიჩი: "ტერორისტული აქტისგან ჩემმა მეუღლემ გადამარჩინა"

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები