ლაკაზეტმა რეკორდი დაამყარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაკაზეტმა რეკორდი დაამყარა


ლაკაზეტმა რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-6 ტურის მატჩში "არსენალმა" "ვესტ ბრომვიჩი" მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ორივე გოლი ალექსანდრე ლაკაზეტმა გაიტანა.

ფრანგი 1988 წლის შემდეგ, გახდა "არსენალის" პირველი მოთამაშე, რომელმაც პრემიერ ლიგის პირველ 3 საშინაო შეხვედრაში გოლის გატანა შეძლო. მანამდე ეს ზემოთხსენებულ წელს ბრაიან მერვუდმა მოახერხა.

ასევე, "არსენალი" და "ვესტ ბრომვიჩი" პრემიერ ლიგაში ერთმანეთს 23-ედ შეხვდნენ და "მეთოფეებმა" 23-ვე მატჩში მოახერხეს გოლის გატანა.

"არსენალი" პრემიერ ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები