გადამწყვეტი მატჩი: დღეს საქართველოს ნაკრებმა ისტორია უნდა დაწეროს! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გადამწყვეტი მატჩი: დღეს საქართველოს ნაკრებმა ისტორია უნდა დაწეროს!


გადამწყვეტი მატჩი: დღეს საქართველოს ნაკრებმა ისტორია უნდა დაწეროს!

დღეს, საქართველოს ფუტსალის ნაკრები არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

ავთანდილ ასათიანის მიერ გაწრთვნილი ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება და სასურველი ანგარიშის დაფიქსირების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად გავა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს შინ 0:0 ან 1:1-იც აძლევს ხელს.

ნაკრებს დაუბრუნდნენ შოთა ჭანუყვაძე, ზვიად კუპატაძე და არჩილ სებისკვერაძე, რომლებმაც პირველი შეხვედრა გამოტოვეს.

ტრავმის გამო ამ მნიშვნელოვან მატჩში გიორგი ნიშნიანიძე ვერ ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

ზვიად კუპატაძე: "ერთი რაც ვიცი ისაა, რომ საქართველოს ნაკრები მოსაგებად თავს დადებს"
მურთაზ კაკაბაძე: გუნდში საბრძოლო განწყობაა
დავით ბობოხიძე: შანსი გვაქვს ისტორია დავწეროთ

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები