გვარდიოლა: "რეალის თამაშების ყურება სიამოვნებას მანიჭებს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა: "რეალის თამაშების ყურება სიამოვნებას მანიჭებს"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისთვის მადრიდის "რეალის" თამაშების ყურება სიამოვნებაა.

"მადრიდის რეალის თამაშების ყურება სიამოვნებას მანიჭებს. ისინი ბრწყინვალე თამაშის დემონსტრაციას ახდენენ იმ მოთამაშეებით, რომლებსაც მსოფლიოში ყველაზე კარგი ტექნიკა აქვთ.

ისინი ასეთი კარგი თამაშის ჩვენებას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებენ, რაც კლუბში ზინედინ ზიდანი მივიდა. მე ეს ძალიან მომწონს", - ციტირებს AS ხოსეპ გვარდიოლას.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა აქამდე კატალონიის "ბარსელონას" და მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი იყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები