ზიდანი: "ვიმედოვნებ, რომ რეალი ბორუსიას გაუტანს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "ვიმედოვნებ, რომ რეალი ბორუსიას გაუტანს"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გასამართ შეხვედრაზე იასუბრა.

"ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ბრწყინვალე არენაზე გასამართ შეხვედრას. იქ ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო ძალიან კარგად იგრძნობა. "ბორუსიას" მოედანზე არც ისე ადვილია თამაში, ჩვენ არც ერთხელ არ მოგვიგია.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თავდამსხმელები "ბორუსიას" კარში გოლის გატანას მოახერხებენ. მთავარი - მომენტების შექმნაა. აი ეს არის ნამდვილად ყველაზე რთული რამ", - განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიასა" და "რეალს" შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე გაიმართება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები