აგენტი: "ვიმედოვნებ, რომ იკარდი ინტერში სამუდამოდ დარჩება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

აგენტი: "ვიმედოვნებ, რომ იკარდი ინტერში სამუდამოდ დარჩება"


აგენტი:

მილანის "ინტერის" არგენტინელი ფეხბურთელის ცოლმა და აგენტმა - ვანდა ნარამ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს თავისი მეუღლე მთელს კარიერას მილანის "ინტერში" გაატარებს.

"შეუძლია თუ არა იკარდის სამუდამოდ დარჩეს "ინტერის" კაპიტანი? დიახ. მეც და ისიც ინტერისტები ვართ და ჩვენ ამის იმედი გვაქვს. მაურო ყოველთვის ამბობდა, რომ მას "ინტერთან" ერთად სურდა წარმატების მიღწევა.

ტრებლი? რა თქმა უნად ჩვენ ამის იმედი გვაქვს. როცა "ინტერი" აგებს, მაურო ჩემთან თითქმის არ საუბრობს", - განაცხადა ვანდა ნარამ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები