გია ცეცაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გია ცეცაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა


გია ცეცაძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

სამტრედიის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით კლუბის გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

_ დიდი მადლობა სამტრედიის ყველა გულშემატკივარს!!! თქვენ ხართ ფეხბურთის სამაგალითო გულშემატკივარი და იმსახურებთ იმაზე მეტ წარმატებას და შედეგს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. სამტრედია და სამტრედიელები მუდამ ჩემთან იქნებით, ყველა თქვენი შეძახილი მახსოვს და დიდ მადლობას გიხდით დიდი დაფასებისთვის!!!, _ წერს ცეცაძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მესამე წრის დასრულების შემდეგ, გია ცეცაძემ და იმერულმა კლუბმა თანამშრომლობა შეწყვიტეს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები