კარიერის დასრულების შემდეგ ალონსო ახალ საქმიანობას იწყებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კარიერის დასრულების შემდეგ ალონსო ახალ საქმიანობას იწყებს


კარიერის დასრულების შემდეგ ალონსო ახალ საქმიანობას იწყებს

გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ხაბი ალონსო დიდი ფეხბურთიდან წავიდა.

მოგეხსენებათ, ბოლოს ის მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში თამაშობდა და გუნდთან ერთად ბუნდესლიგის ტიტულიც მოიგო.

"17 წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, დროა ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო და სამწვრთნელო კარიერით დავკავდე", - აცხადებს ალონსო.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად შედგება ალონსოს სამწვრთნელო დებიუტი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და აზრს არ შეიცვლის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები