ზიდანი: "გუნდში ახალი მაკელელე მყავს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "გუნდში ახალი მაკელელე მყავს"


ზიდანი:

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ამავე გუნდის ბრაზილიელ ფეხბურთელზე, კაზემიროზე ისაუბრა.

"კაზემიროს სახით, გუნდში ახალი მაკელელე მყავს. დიახ, კაზემირო შემიძლია მაკელელეს და დეშამს შევადარო.

მას გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და რაც მთავარია, ყოველ წლს პროგრესირებს", - აცხადებს ზიდანი.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, "დორტმუნდთან" გამართავს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები