სუსომ მილანთან გაახანგრძლივა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სუსომ მილანთან გაახანგრძლივა


სუსომ მილანთან გაახანგრძლივა

"მილანის" შემტევმა ნახევარმცველმა, სუსომ, საკუთარ კლუბთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

"როსონერის" ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 23 წლის ესპანელმა მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

სუსო მილანურმა გრანდმა 2015 წლის ზაფხულში დაიმატა და "ჯენოაში" იჯარის წესით გაანათხოვრა. გასულ წელს კი ესპანელი "მილანს" დაუბრუნდა და მშვენივრად ათამაშდა.

გასულ სეზონში ჩატარებულ 37 თამაშში 7 გოლი გაიტანა, 11 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
ასევე იხილეთ თემაზე:
მილანი სუსო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები