სამტრედიას ახალი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გახდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სამტრედიას ახალი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გახდა


სამტრედიას ახალი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გახდა

გუშინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ თანამდებობა დატოვა.

უკვე ცნობილია მისი შემცვლელის ვინაობა. ცეცაძეს უჩა სოსიაშვილი შეცვლის.

"სამტრედიის საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია ახალ მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს მიესალმება.

გუნდი ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად პირველ ოფიციალურ ვარჯიშს დღეს, "ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე" გამართავს. უჩა სოსიაშვილს წარმატებულ წელსა და თანამშრომლობას ვუსურვებთ", - წერია "სამტრედიის" ოფიციალურ გვერდზე.

28 წლის სოსიაშვილი ბოლოს გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები